სოფი ლორენის სკანდალური რომაული ვილა და უცნობი ფაქტები მსახიობის ცხოვრებიდან

სოფი ლორენის სკანდალური რომაული ვილა და უცნობი ფაქტები მსახიობის ცხოვრებიდან

იტალიური კინოს ლეგენდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი სოფი ლორენი 81 წლის ასაკშიც ახერხებს ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. სილამაზითა და ნიჭით განთქმულს იმის გამოც სცემენ პატივს, რომ მის ბიოგრაფიაში არ იყო ბევრი სიყვითლე და სკანდალები, ერთ ქმართან ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გათხოვილა. რეჟისორი კარლო პონტი მასზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მთავარი მისცა სოფიას - ოჯახური ბედნიერება. წყვილმა ორი შვილი გაზარდა ერთად და ბევრი მძიმე პერიოდიც გამოიარა...

დღეს სოფია ჟენევაში ცხოვრობს, ძველებურ სახლში, რომელიც ვინტაჟურ სტილშია მოწყობილი, ძველებური ავეჯით, მასიური გობელენებით და ოჯახური ფოტოებით.

სახლს მშვენიერი მყუდრო ბაღი აქვს, სადაც მსახიობი საღამოებს ატარებს ხოლმე. მისი ახლანდელი სამყოფელი ნამდვილად შეეფერება ქვრივი ქალის ნავსაყუდელს. თუმცა იყო დრო, სოფია გრანდიოზულ სასახლეში ცხოვრობდა ქმარ-შვილთან ერთად და მისი დიდებულება ყველას აოცებდა.

სახლი რომთან ახლოს კარლო პონტიმ და სოფიამ 1964 წელს იყიდეს და მასში უზარმაზარი თანხა გადაიხადეს. ეს მე-16 საუკუნის ვილა იყო, რომელიც მათ თანამედროვე სასახლედ გადააქციეს - აუზით, ჩანჩქერით, ჩოგბურთის მოედნით... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ სახლის ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება