"მენატრება... ახლა 38 წლის უნდა იყოს" - თემურ წიკლაური სიმღერაზე, სინანულზე და დიდ ტკივილზე

"მენატრება... ახლა 38 წლის უნდა იყოს" - თემურ წიკლაური სიმღერაზე, სინანულზე და დიდ ტკივილზე

"პალიტრანიუსის" რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად, თემურ წიკლაური პასუხობს ბლიც-შეკითხვებს. 70 წლის მომღერალი ცხოვრების გზაზე, სიმღერაზე, სცენაზე, სიხარულზე და მისი ოჯახის დიდ ტკივილზე საუბრობსა...

- თავისუფლება ჩემთვის არის...

- საზღვერბში მოქცევაა. ცოტა უცნაურად გეტყვით, მაგრამ მე ასე მგონია. თუ მიეყუდნე უფალს და მისი გზით იარე, შენ თავისუფალი ხარ

- სტიმულს მაძლევს...

- ბოლო 4-5 წელია 20 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მეუბნებიან, კი მაგრამ არ არის კონცერტები, არ იყენებ სიმღერებს. ასეთი პასუხი მაქვს: კომბლე კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა, იქნებ გამომადგესო. ჰოდა, მეც ვაგროვებ სიმღერებს.

- ვნანობ...

- ვნანობ, რომ ბევრი დრო დავხარჯე და არ დავუთმე მეტი ხელოვნებას, საოპერო მუსიკას. ფრიად ვნანობ.

- მენატრება...

- ჩემი ბიჭი, გიორგი... ახლა იგი უნდა იყოს 38 წლის. ყოველთვის მენატრება და ის ყოველთვის იქნება მონატრების მიზეზი...

- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- ჩემთვის არავის უკითხავს არც მოსვლა, არც წასვლას დამეკითხება ვინმე... მაგრამ, ალბათ ოპერას მივხედავდი და ბალღებს. ისინი არიან ჩვენი მეც, ხვალინდელი დღე, სიყვარულის მიზეზიც და მიზანიც...

იხილეთ ბლიცინტერვიუ

"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?! როგორ შეიძლება, მთელი საქართველო თბილისში იყოს?" - ქეთი დოლიძე

"სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ "კავასაკის სინდრომის" მსგავს სიმპტომთა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს" - ცერცვაძე

რომელი ვაქცინაა საქართველოსთვის იდეალური - "ის ინახება მაცივარში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე..."