კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.
საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს მაღაზიის დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას უკრძალავს.
კანონის თანახმად, სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და კვების ბანკებს გადასცენ.
საფრანგეთის სენატმა ერთსულოვნად დაუჭირამხარი კანონს.