ფარაჯანოვის ორი ფილმი ჰარვარდის უნივერსიტეტმა აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში შეიტანა

ფარაჯანოვის ორი ფილმი ჰარვარდის უნივერსიტეტმა აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში შეიტანა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში სერგო ფარაჯანოვის ორი ფილმი შეიტანა. საერთო სია მსოფლიო კინოს 800 საუკეთესო ფილმისგან შედგება და მასში შეტანილია როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმები.

ფარაჯანოვის ნამუშევრებიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის სარეკომენდაციო სიაში შევიდა 1964 წელს გადაღებული "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" და 1969 წელს გადაღებული "საიათნოვა", იგივე "ბროწეულის ფერი". სწორედ ამ ნოვატორულმა ფილმებმა მოუტანა მსოფლიო პოპულარობა და აღიარება ფარაჯანოვს, რომლებშიც ის ახალი კინოენის შექმნას შეეცადა.

მომზადებულია god-kino2016.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება