როგორ გამოიყურება მიქელანჯელოს ზღაპრული ვილა, რომელიც 8,5 მილიონ დოლარად იყიდება

როგორ გამოიყურება მიქელანჯელოს ზღაპრული ვილა, რომელიც 8,5 მილიონ დოლარად იყიდება

ტოსკანაში, მშვიდ, სიმწვანეში ჩაფლულ ტერიტორიაზე ქვის ვილა დგას, რომელიც ლეგენდარულ მიქელანჯელოს ეკუთვნოდა. ცნობილი ფლორენციელი მხატვარი და მოქანდაკე ტოსკანას მთებში 1549 წლიდან ცხოვრობდა. მის ოჯახის საკუთრებაში ზღაპრული ვილა 1867 წლამდე იყო. 

საოცარი რეზიდენცია რამდენიმე განახლების შემდეგ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მიქელანჯელოს დროს. როდესაც საცხოვრებელს სილამაზე დაუბრუნეს, ამჟამინდელმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, ის 8 480 000 დოლარად გაყიდონ. მათთვის, ვისაც ხელოვნების ისტორია უყვარს, ეს სახლი ნამდვილად ოცნების საცხოვრებელი იქნება...

იხილეთ ვიდეო

13 000 ფუტი ფართობის ვილა სამი შენობისგან შედგება, რომლებიც კოშკის ირგვლივაა აშენებული. ვილაში არის რვა საძინებელი ოთახი, შვიდი აბაზანა, შთამბეჭდავი არქიტექტურული დეტალები და ქვისა და ხის საოცარი სინთეზით შექმნილი ჭერი. სახლს ექვსი აკრი ტყე აკრავს, რომელიც შემოსაზღვრულია ლიმონისა და ზეთისხილის ხეებით.

იხილეთ ფოტოგალერე

მომზადებულია veranda.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება