საუდის არაბეთის ჯიზანის პროვინციაში, მასწავლებელმა, სულ მცირე, 6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. პოლიციმ შემთხვევის ადგილი გადაკეტა. თავდამხსმელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია.
მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.