"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ

"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ

გუშინ, 15 თებერვალს ლოს-ანჟელესში ყველაზე დიდი მუსიკალური საღამო გაიმართა. "გრემის" დაჯილდოებაზე პატივი მიეგო წლის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში შექმნილ საუკეთესო კომპოზიციებს და არტისტებს. შოუბიზნესის ბომონდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა გრანდიოზულ ცერემონიას. გრემის ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ. სვიფტმა "წლის საუკეთესო ალბომის" და "საუკეთესო ვიდეო კლიპის" კატეგორიაში გაიმარჯვა, შირენმა კი კატეგორიებში - "წლის სიმღერა" (კომპოზიციით Thinking out loud) და "საუკეთესო სოლო შემსრულებელი პოპ ჟანრში".

წლის საუკეთესო ჩანაწერი მარკ რონსონის Uptown Funk გახდა. საუკეთესო ახალ მომღერლად მეგან ტრეინორი დასახელდა, საუკეთესო რეპ ალბომად კენდრიკ ლამარის To pimp a butterfly, საუკეთესო როკ ალბომად კი მიუზის "დრონები" დასახელდა.

ლედი გაგამ დევიდ ბოუის სიმღერების პოპურით მიაგო პატივი გარდაცვლილ ლეგენდას, რიანამ ბოლო წუთს გადადო საკუთარი გამოსვლა შოუზე, ადელის შესრულებისას კი ჟღერადობა იყო არეული, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა, პიანინოს მიკროფონები სიმებს დაეცა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება