"ამათ მგონი მაგრად აჟრიალებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ხელისუფლებას აკრიტიკებს

"ამათ მგონი მაგრად აჟრიალებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ხელისუფლებას აკრიტიკებს. "ფეისბუქზე" ჟორჟოლიანი პროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს და არასწორად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს გაწეული ხარჯების გამო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პროექტების ჩამონათვალშია ქუთაისის აეროპორტი, რომელიც დღეს საზოგადოების ცენტრში მოექცა. ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ ავიაკომპანია "ვიზეარი" შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს.

"ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას არამიზნობრივი ხარჯები ჰქონდა. ამ მიზეზით ფეხმძიმე ვერა ქობალიას საათობით კითხავდნენ მოდულში, მაგრამ ეს სხვა თემაა. ნახეთ რა ხარჯებზე აღძრეს საქმე. სისხლის სამართლის თან.

1. ანაკლიის სანაპირო ზოლი - ამფითეატრი

2. მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმა

3. ქუთაისის კოპიტნარის მშენებლობა

4. მესტიის აეროპორტი.

5. სამუშაო ადგილებზე პროფესიული გადამზადების პროგრამა

6. ანბანის კოშკი

7. ანაკლიის აკვაპარკი

8. ანაკლიის სასტუმრო

9. ლაზიკის მშენებლობის გახსნა

ჩამონათვალი დიდია და ამათ მგონი მაგრად აჟრიალებთ. სხვანარად მინდოდა მეთქვა, უბრალოდ უზრდელიაო იტყვით", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს