როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

მართალია, მამაკაცების უმრავლესობას სარემონტო სამუშაოები, სახლის მოწყობის საკითხში ჩარევა ნაკლებად უყვარს, მაგრამ ამ მხრივ მომღერალი და წამყვანი ზაზა ხუციშვილი გამონაკლისი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, ხათუნა დოლიძემ დაქორწინება გადაწყვიტეს, ბინაც ერთად შეარჩიეს და რემონტზეც ერთად იზრუნეს. როგორც ჩანს, მისთვის ეს პროცესი არათუ დამღლელი, არამედ სასიამოვნო იყო, ალბათ სწორედ ამიტომ ინტერიერთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი რესპონდენტი ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა.

- ადამიანი, ძირითად დროს სახლში ატარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოს ისეთი ინტერიერი, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრნობს. სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას სამზარეულოსა და სველ წერტილს ვაქცევ, ვინაიდან მატერიალური ხარჯებიდან გამომდინარე მისი ხშირი ცვლა, სასურველი არ არის, ვგულისხმობ, კაფელს, მეტლახს, სამზარეულოს ატრიბუტებს. ვთვლი, რომ ხარისხაინად და დიდი დაკვირვებით უნდა გაკეთდეს. ოთახის ფერის, ავეჯის შეცვლა ბევრად უფრო მარტივია, შესაძალებელია, გარკვეული დროის შემდეგ, მობეზრდეს ადამიანს და გააახლოს.

- ზოგადად, მამაკაცებს ნაკლებად მოსწონთ ხოლმე სარემონტო სამუშაოებში ჩართვა, მაგრამ თქვენ რამდენად აქტიურობდით ამ კუთხით?

- მაშინ, როცა ჩემს ბავშვობაში, მშობლებმა გააკეთეს რემონტი, ეს იყო ტანჯვა-წამება. ჯერ ერთი, არაფერი იშოვებოდა და მეორე, იმავე სახლში ვცხოვრობდით, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ეს კი დამატებითი სირთულე იყო. აი ჩემი სახლის შემთხვევა ცოტა განსხვავებული გახლდათ. როცა მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება გადავწყვიტეთ, დავიწყეთ ზრუნვა სახლსა და რემონტზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცოლსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ორივე ხელოვნების სფეროდან ვართ, დიზაინერი არ აგვიყვანია, ვიხელმძღვანელეთ ჟურნალებით, ვნახეთ სხვადასხვაგვარი ინტერიერი და საყიდლად შევარჩიეთ ისეთი ბინა, რომელსაც ჰქონდა კარი, იყო 90 კვადრატული მეტრი მთლიანი სივრცე. მე ძალიან მომწონს მანსარდა და ვფიქრობ, ჩემი ბინის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ესაა. ჩვენთან მანსარდის ყველაზე მაღალი წერტილი 5,50 მეტრია, თუმცა, მშენებლის ადგილას ერთი მეტრით მაინც გავზრდიდი სიმაღლეს, რაც ვფიქრობ, მშენებლობას ძალიან არ გაუძვირებდა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიძლებოდა, მის სასარგებლოდ ემოქმედა ფასზე, პირადად მე ნამდვილად გადავიხდიდი სხვაობას, იმისთვის, რომ სრულფასოვანი ანტრესოლი გამომსვლოდა. ახლა კი მაქვს ანტრესოლი, რომელსაც ბიბლიოთეკის დანიშნულება აქვს, წიგნების თაროებია იქ მოთავსებული და გაჭირვების დროს შეიძლება, სტუმარმაც დაიძინოს, მაგრამ ბოლომდე კარგად ვერ იმართები. დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება