"ანკარაში მომხდარი აფეთქება ტერაქტია"

"ანკარაში მომხდარი აფეთქება ტერაქტია"

თურქეთის დედაქლაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უკვე უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერის ომერ ჩელიკის განცხადებით, ანკარაში მომხდარი აფეთქება ტერაქტია.

"CNN Turk"-ის ინფორმაციით, ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.

აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით ხუთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაიწვა სამი ავტომანქანა. ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებიან. ქალაქის თავზე კი ვერტმფრენები დაფრინავენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა