უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადაყენების ინიციატივით მიმართა.
შესაბამისი ინიციატივა პოროშენკომ რადას გუშინ წარუდგინა.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, გენერალური პროკურატურის გადაყენება პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეუძლია.
პეტრო პოროშენკომ ვიკტორ შოკინს გადადგომისკენ 16 თებერვალს მოუწოდა.
სამი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გააავრცელა ინფორმაცია, რომ შოკინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ვიკტორ შოკინი თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა.