ფრანსუა ოლანდი - რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს

ფრანსუა ოლანდი - რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეფასებით, რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ოლანდმა ფრანგულ რადიოსადგურ "ინტერთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების რისკი გაიზარდა, რადგან ანკარა სირიის ომშია ჩართული.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", - განაცხადა ოლანდმა.

მისი თქმით, აუცილებელია სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება და დაბობმბვების შეჩერება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა