როგორ სახლში ცხოვრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალი

როგორ სახლში ცხოვრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალი

სარა-ჯესიკა პარკერი ბევრი რამით გამოირჩევა სხვა მსახიობებისგან. სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა და გარდა ამისა, ჰოლივუდის მეგავარსკვლავებს შორის ერთ-ერთია, ვისაც მყარი ოჯახი აქვს. მსახიობ ქმართან - მეთიუ ბროდერიკთან და ვაჟთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკის რაიონ გრინვიჩ-ვილიჯში. თუმცა მას მერე, რაც ტყუპი გოგონა გაუჩნდა, ნიუ-იორკშივე უფრო დიდი სახლი შეიძინეს და იქ გადავიდნენ.

სახლის ინტერიერი ძალიან ნიუიორკულია, შესრულებული ინტელექტუალური მინიმალიზმის სტილში. ამ სახლში არაფერია ზედმეტი. ერთადერთი ადგილი, რომელიც შედარებით დატვირთულია, ჯესიკას საგარდერობეა, რომელიც სავსეა მისი მოდური ნივთებით, განსაკუთრებით - მისი საყვარელი ფეხსაცმელებით. რასაკვირველია, მსახიობს კიდევ აქვს რამდენიმე სახლი, მათ შორის, ოკეანის სანაპიროზე, ერთ-ერთ ლამაზ კუნძულზე, თუმცა ამჯერად ის სახლი დავათვალიეროთ, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: ცნობილი ადამიანების გამორჩეული და შთამბეჭდავი სახლები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება