ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა - ზაზა ხუციშვილი

მომღერალი ზაზა ხუციშვილი ხათუნა დოლიძეზე 39 წლის ასაკში დაქორწინდა, ერთ წელიწადში კი მამაც გახდა. გოგონას ნინო-ლიზა დაარქვეს. შვილისთვის სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ, განვითარებულმა მოვლენებმა თავად მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენს რესპონდენტს ოჯახის მიმართ იმაზე მაღალი გრძნობა აკავშირებს, ვიდრე მხოლოდ სიყვარულია, რაც მის საუბარში და შესაბამისად ინტერვიუშიც იგრძნობა.

- სანამ ცალკე გადმოვიდოდი, ვცხოვრობდი არაყიშვილზე ჩემი მშობლების სახლში, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. ჩემს ძმას სამი შვილი ჰყავს, ამაში ძალიან მაგრად მაჯობა. მისი სამივე შვილი ჩემ თვალწინ გაიზარდა, პრინციპში, ერთად გავზარდეთ და როცა მამა გავხდი, ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ საკუთარი შვილი სრულიად განსხვავებული გრძნობაა. გამიმართლა, რომ კარგი ბუნების შვილი მყავს, მოსიყვარულეა, დედაც ძალიან უყვარს და მამაც, ხშირად მეუბნება, რომ საუკეთესო მამა ვარ, რაშიც ბოლომდე არ ვეთანხმები... გარდა ამისა, ბედნიერია მაშინ, როცა მე და ხათუნა ვეფერებით ერთმანეთს და ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო ოჯახის შექმნამდე.

ვხედავ, თუ როგორ უცქერენ სხვისი მშობლების ურთიერთობას ის ბავშვები, ვისი დედ-მამაც ცალ-ცალკე ცხოვრობს და კიდევ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მარტივი საქმე არაა. არასდროს უნდა აერიოთ ვნებები და გრძნობები ნამდვილ სიყვარულში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების მანძილზე შეემთხვას, ფატალურ შედეგებს არ ვგულისხმობ, ოჯახის დანგრევაა. ვფიქრობ, ოჯახი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

- რა ასაკისაა ახლა თქვენი შვილი და რატომ ჰქვია ნინო-ლიზა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება