თურქი ბრედ პიტი დაქორწინდა - ნახეთ, როგორი იყო კივანჩ ტატლიტუგის პარიზული ქორწილი

თურქი ბრედ პიტი დაქორწინდა - ნახეთ, როგორი იყო კივანჩ ტატლიტუგის პარიზული ქორწილი

საფრანგეთის დედაქალაქში პოპულარული თურქი მსახიობის, კივანჩ ტატლიტუგის ქორწილი გაიმართა. მისი რჩეული, სტილისტი - ბაშაკ დიზერი გახდა.

როგორც ცნობილია, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა - დაპატიჟებული იყო მხოლოდ 40 სტუმარი.

აღსანიშნავია, რომ ქორწილს ვერ დაესწრო მსახიობის დედა. ის ცერემონიას ვიდეოტრანსლაციის საშუალებით ადევნებდა თვალყურს. წყვილმა ერთმანეთი სერიალის "აკრძალული სიყვარული", გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც სტილისტად მიწვეული იყო კივანჩის მომავალი მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ კივანჩ ტატლიტუგის კარიერა 2001 წელს მოდელობით დაიწყო. 2002 წელს გაიმარჯვა კონკურსებში "თურქეთის საუკეთესო მოდელი" და "მსოფლიოს საუკეთესო მოდელი", შემდეგ კი წარმატებული მსახიობი გახდა.

მსახიობს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თურქ ბრედ პიტს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება