შვედეთში "ლიბერალური პარტია" ნეკროფილიისა და ინცესტის ლეგალიზებას ითხოვს

შვედეთში "ლიბერალური პარტია" ნეკროფილიისა და ინცესტის ლეგალიზებას ითხოვს

შვედეთის ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ნეკროფილიისა და ინცესტის ლეგალიზების შუამდგომლობით გამოვიდა. ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ "სექსუალური აქტის ასეთი ფორმა სისაძაგლე და მიუღებელია", დაუშვებელია იყოს უკანონო. შვედეთის ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, 15 წელზე ზემოთ ღვიძლ დედმამიშვილებს შორის, ასევე გვამთან სექსუალური კავშირის დაკანონებებას ითხოვს, თუ გარდაცვლილმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარების თაობაზე თანხმობა გარდაცვალებამდე დაწერა.

"ზოგადად ჩვენ არ მოგვწონს ზნეობრივი კანონები და ამჟამად ეს კანონმდებლობა არ იცავს არავის. ჩვენ ახალგაზრდული ფრთა ვართ და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, მომავლისკენ ვიაროთ"-  განუცხადა გამოცემა "Aftonbladet"-ს ლიბერალური ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სესილია იონსონმა.

ყოფილმა დეპუტატმა "ლიბერალური პარტიიდან" კარლ ბი ჰამილტონმა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წინააღმდეგ მწვავედ გაილაშქრა. განცხადებას სწრაფად მოჰყვა კრიტიკა ლიბერალებისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდანაც.

პოლიტიკოსმა მათ "უგუნურები" უწოდა და პოლიტიკის ხარჯზე გაპოპულარულების სურვილში დაადანაშაულა. "ლიბერალების ახალგაზრდული ფრთა საკუთარი რეკლამისკენ ისწრაფვის, მაგრამ ნაკლებად წამოჭრის საკითხებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და შვედეთის მომავალს. უნდა გესმოდეთ, რომ ხალხი დასცინის თქვენს ლიბერალიზმს, უგუნურებო. საზოგადოების წინაშე არსებული კიდევ რა გამოწვევები შედის სტოკჰოლმის ლიბერალური ახალგაზრდული ფრთის ტოპ-ასეულში? ბეჰემოთებთან სექსი?" - დაწერა ჰამილტონმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ლიბერალური პარტიის" პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტია არ ემხრობა ახალგაზრდულ ფრთას და ნეკროფილიისა და ინცესტის უკანონობას უჭერს მხარს.

euronews.ge-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა