ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის სადამკვირვებლო საბჭოს მონაცემებით, სირიის ომში, რომელიც ხუთი წელია გრძელდება, დაღუპულთა რაოდენობამ 370 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ოფიციალურად მსხვერპლის რაოდენობად დოკუმენტირებულია 270 ათასი ადამიანი, რომელთაგან 123 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა.
უფლებადამცველების ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე ამერიკის ანტიტერორისტული კოალიციური ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 4435 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 366 მშვიდობიანი მოქალაქეა.
სირიის სადამკვირვებლო საბჭო ამ ინფორმაციას სირიაში საკუთარი ინფორმატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.