სტუდენტმა გოგონამ 8 ადამიანი დანით დაჭრა

სტუდენტმა გოგონამ 8 ადამიანი დანით დაჭრა

კანადის ქალაქ ფიქერინგში, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა გოგონამ დანით რვა ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ "სი-ბი-სი ნიუსი" იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია 6 სტუდენტი და სასწავლებლის ორი თანამშრომელი. გოგონა ამ დროისთვის დაკავებულია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

თვითმხილველების განცხადებით, სტუდენტი ორი დანით იყო შეიარაღებული. აღსანიშნავია, რომ იანვარში, კანადის ქალაქ ლა ლოშის სკოლაში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ორი ძმა მოკლა, შემდეგ კი სკოლაში წავიდა, სადაც ასევე ორი ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა