უნიკალური ნივთები და ექსკლუზიური ავეჯი გია სურამელაშვილის სახლიდან

უნიკალური ნივთები და ექსკლუზიური ავეჯი გია სურამელაშვილის სახლიდან

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილია. მომღერლის ბინაც ისეთივე ორიგინალური და განსხვავებულია, როგორც მისი ბინადარი.

- ერთი წელია ამ ბინაში ვცხოვრობ. ბევრ რესტორანში მქონდა მიწვევები და ვმღეროდი. ბოლოს ჩემი პროდიუსერის, მარინა კაშიას დაჟინებული მოთხოვნით, ჩემი სახლი მოვაწყვე ლაუნჯის სტილში და ყოველ საღამოს აქ ვმასპინძლობ სტუმრებს, რომლებსაც ჩემი მოსმენა სურთ. ეს არ არის რესტორნის სტილში, აქ კარები ყველასთვის არაა ღია, წინასწარი შეთანხმებით ვიღებ სტუმრებს.

არ მინდოდა დიდი სივრცე ყოფილიყო, აქ ძალიან მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ოთახები შავ-თეთრ ფერებში გადავწყვიტეთ. არ მიყვარს კაშკაშა განათება, ფერადი განათება მაქვს და ჩემთან შერწყმული ღამით ძალიან ლამაზია. ძნელად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამიტომ რემონტის საკითხი მთლიანად მარინას მივანდე, მე უკვე დასრულებულ ბინაში შემოვედი.

აქ ყველაფერი ხელნაკეთია - რკინის სკამები, სანათები, დივანი-საქანელა და ა.შ. ბევრი ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეიძლება მაღაზიებში, მაგრამ იმ ნივთებს, რასაც ჩემს სახლში ხედავთ, სხვაგან ვერ შეხვდებით, ყველაფერი მარინას ხელითაა გაკეთებული.

გაგრძელება +ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება