დაკოტა ჯონსონი ისურვებდა, "გრეის 50 ელფერის” გაგრძელებაში ჯეიმი დორნანი გაშიშვლდეს

დაკოტა ჯონსონი ისურვებდა, "გრეის 50 ელფერის” გაგრძელებაში ჯეიმი დორნანი გაშიშვლდეს

მსახიობი დაკოტა ჯონსონი ისურვებდა, ”გრეის 50 ელფერის” ვარსკვლავი და ეკრანული შეყვარებული ჯეიმი დორნანი შემდეგ სერიაში სრულიად შიშველი ეხილა, - ამის შესახებ მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა: სამართლიანია თუ არა, რომ შიშველი სცენები მისი მონაწილეობით უფრო მეტი იყო ”გრეის 50 ელფერში”, ვიდრე ჯეიმი დორნანის.

”ძალიან საინტერესო კითხვაა. ალბათ, შარში გავეხვევი ამ კითხვის გამო. ყველანაირად ვეცდები, რომ შემდეგ ფილმში მთლიანად გავაშიშვლო”, - განაცხადა დაკოტა ჯონსონმა.

ბესტსელერი რომანის რიგით მეორე კინოადაპტაცია მომავალ წელს გამოვა კინოეკრანებზე.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება