რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე

რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე

კინომოყვარულები დღეს ღამით წლის მთავარი კინოპრემიის "ოსკარის" მოლოდინში არიან. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს. დაჯილდოების 88-ე ცერემონია ტრადიციულად, ლოს ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება, რომელიც 3 400 ადამიანს იტევს. ცერემონიას ამერიკელი მსახიობი კრის როკი გაუძღვება.

1929 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლოს ანჯელესისთვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მონაცემებით, 2015 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადები და ნომინანტთა საუზმეები 42,7 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მცირედით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე - 41,9 მილიონი დოლარი. გასული წლის შემოსავალმა კი 109 მილიონი შეადგინა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 97 მილიონი დოლარი იყო.

აკადემიისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ცერემონიაზე დასასწრები ბილეთებია. თუმცა ბილეთების შეძენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სპეციალური მოსაწვევი ბილეთი აქვს. "ნიუ იორკ პოსტის" ცნობით, გასულ წელს პარტერის ბილეთი 750 დოლარი ღირდა, აივანზე კი 375 დოლარი. გარდა ამისა, აკადემიას შემოსავალი აქვს სტუდია "დისნეისგანაც". 2020 წლამდე "დისნეი" ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.

200 ათასი დოლარი ეღირება ე.წ. სასაჩუქრე ჩანთა, რომელსაც წლევანდელ ცერემონიაზე მთავარ კატეგორიებში წარდგენილი მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ. "გარდიანის" ინფორმაციით, წელს ჩანთაში 900 დოლარად ღირებული ტუალეტის ქაღალდი იდება. ასევე პირსახოცი და კანის დამარბილებელი საშუალება. კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ჩანთაში სექს-სათამაშოები, მკერდის გაზრდის ოპერაციის სერტიფიკატი და 54 ათას დოლარად ღირებული კერძო ტური იაპონიაში განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო ოსკარი?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება