თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში 11 წუთში ჩავა

თვითმფრინავი, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონში 11 წუთში ჩავა

კანადელი ინჟინერი ულტრახმოვანი თვითმფრინავის მოდელზე მუშაობს, რომელსაც ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩასვლა 11 წუთში შეეძლება. ამის შესახებ "სიენენი" წერს.

კონცეფცია "ანტიპოდის" იდეა და დიზაინი ინჟინერმა ჩარლზ ბომბარდიერი განავითარა. თეორიულად, ახალი მოდელის თვითმფრინავს ათი მგზავრის გადაყვანა შეეძლება და იგი 12 430 მილს ერთ საათში დაფარავს.

იხილეთ გალერეა

"მინდოდა შემექმნა ისეთი საფრენი აპარატი, რომელიც რაც შეიძლებოდა სწრაფი იქნებოდა", - აღნიშნა ბომბარდიერმა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს ისეთი მასალა, რომელიც "სიმხურვალის, წნევისა და სტრუქტურული სტრესის ატანა" შეეძლება. ნასა-ს ინჟინერი, ჟოზეფ ჰეიზელტაინი კი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს.

"ანტიპოდის" ავტორი ჩარლზ ბომბარდიერი აცხადებს, რომ სუპერსწრაფი თვითმფრინავის შექმნა 150 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა