"ეს ტრადიცია საქართველოდან შემოვიდა, იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს" - სომეხი პარლამენტარი "მამაკაცების გადაკოცნის" აკრძალვას ითხოვს

"ეს ტრადიცია საქართველოდან შემოვიდა, იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს" - სომეხი პარლამენტარი "მამაკაცების გადაკოცნის" აკრძალვას ითხოვს

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, "სომხეთის ეროვნული კონგრესის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა არამ მანუკიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მამაკაცების მიერ ერთმანეთი გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს და ეს "უმსგავსო" ტრადიცია სომხეთში საქართველოდან შევიდა.

მანუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: "ჩემს თანაპარტიელ მამაკაცებს ერთმანეთის გადაკოცნა ავუკრძალე. ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოდან შემოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს. იმავეს ნუ გააკეთებთ, ეს ლამაზი არაა, ბავშვები გიყურებენ."

იხილეთ ვიდეო

ინიციატივას პარლამენტში სხვადასხვა დეპუტატების სიცილი მოჰყვა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა კი ემოციების შეკავება ვერ მოახერხა და დეპუტატის განცხადებაზე უპასუხა, რომ მთავარია ეს კოცნა "იუდას კოცნა" არ იყოს, დანარჩენი კი ყველაფერი ნორმალურია. თავის მხრივ, თემა განაგრძო კომისიის თავმჯდომარე ოვანეს სააკინმა და იხუმრა, რომ "დარწმუნებულია იმ ადამიანებში, ვისაც კოცნის".

sputnikarmenia.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა