არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარების" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა" ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან 10 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს:

წლის ფილმი გახდა "სფოთლაითი"

წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნანატრი ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის - "რევენანტი"

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის - "ოთახი"

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო მარკ რაილენსმა ფილმისთვის - "ჯაშუშთა ხიდი"

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა ალისია ვიკანდერს ფილმისთვის - "გოგონა დანიიდან"

იხილეთ ვიდეო: "ოსკარი" ლეოს - ხანგრძლივი აპლოდისმენტები და დიკაპრიოს ღირსეული სამადლობელი სიტყვა

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირა" გახდა გამარჯვებული. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, ხოლო წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის. წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.

41 წლის დიკაპრიოსთვის ეს ოსკარის მეექვსე ნომინაცია, თუმცა პირველი გამარჯვებაა. ის ოთხჯერ წარდგენილი იყო როგორც მსახიობი, ერთხელ - როგორც პროდიუსერი.

ლეონარდო დიკაპრიოს ნომინირება ოსკარზე 1994 წელს დაიწყო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლით ფილმში "რას აწუხებს გილბერტ გრეიფს", შემდეგ იყო "ავიატორი" 2005 წელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის წარადგინეს 2007 წელსაც ფილმისთვის "სისხლიანი ალმასი" და 2014 წელს ფილმისთვის "უოლ სტრიტის მგელი". 22-წლიანი ლოდინის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო დამსახურებული "ოსკაროსანია"!

ნახეთ ინგლისური ვერსია: 'I do not take tonight for granted' - Leonardo DiCaprio finally wins his first Oscar

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება