"თუ ტრავმა შეხორცდა, არასდროს გაიხსენო ის" - მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

"თუ ტრავმა შეხორცდა, არასდროს გაიხსენო ის" - მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

წარმოგიდგენთ მიხაელ შუმახერის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს:

  • "რეკორდებს მხოლოდ იმისთვის ამყარებ, რომ მერე ვინმემ გააუმჯობესოს. თუ ამას არ ეთანხმები, ესე იგი თვითკმაყოფილი შტერი ხარ."
  • "ბენზინი ბავშვობიდან სისხლში მაქვს. მამა კიოლნთან ახლოს კარტადრომზე მუშაობდა. ოთხი წლის ვიყავი, როცა მან პირდაპირ ჩვენი სახლის წინ, ტროტუარზე, კარტინგით რბოლა მომიწყო. მაშინ ვიღაცამ თქვა: "უკეთესი არ იქნება, რომ ბიჭმა რბოლა ტრეკზე ისწავლოს?"
  • "როცა 21 წლის გავხდი, მაშინ პირველი დიდი გასამრჯელო მივიღე. ფული ხელზე მომცეს, ჩანთა სავსე იყო. ოჯახი ვალებში იხრჩობოდა და ჩანთა უბრალოდ, მამას გადავეცი. მისი სახე არასდროს დამავიწყდება, ეგონა, ვეხუმრებოდი."
  • "ჩემი ამოცანა ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაში მდგომარეობდა და არა იმაში, რომ რბოლები სანახაობრივად კარგი ყოფილიყო."
  • "მას შემდეგ, რაც აირტონ სენას ავარია შეემთხვა, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი, რაც უნდა გამეკეთებინა, ანდერძის შედგენა იყო (ანდერძის მიხედვით, ბრაზილიელი ავტომრბოლელის შემოსავალი მთლიანად გადავიდა საქველმოქმედო ფონდში). მეც დავწერე ანდერძი. მერე კი მივხვდი, რომ ანდერძის შესადგენად ფორმულა 1-ის პილოტობა საჭირო სულაც არ არის"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა