ამ ფოტოზე 11 წლის აბუ იმარა ალ-ამრია ასახული. მან "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით სირიის ქალაქ ალეპოსთან დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქა.
საზარელი ინციდენტის ამსახველი ფოტოსურათები ISIS-ის პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით გასულ თვეს გავრცელდა.
11 წლის ბიჭუნას და კიდევ 88 სხვა ბავშვის შემზარავი სიკვდილის ფაქტი CTC Sentinel-ის ახალ ანგარიშშია აღწერილი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" "არასრულწლოვანთა ფაქტორზე" შეიცავს მონაცემებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება თვითმკვლელების სახით არასრულწლოვნებს იყენებს.
"ბავშვებს არამხოლოდ იყენებენ სიკვდილით დასჯის შემზარავ ვიდეოებში, არამედ ისინი გამოიყენებიან ოპერატიული ფასეულობის თვალსაზრისით. იმის ფონზე, რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის“ სიტუაცია სულ უფრო უარესობისკენ იცვლება, სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს ანგარიშის თანაავტორი ჩარლი ვინტერი, CNN-თან საუბარში.