როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს

როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს

ახლახან, თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრმა 2015 წლის ქართული თეატრალური ცხოვრება შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. გასულ წელს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი - "1945" ხუთ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, ხოლო მსახიობ ანა სანაიას ორი დიპლომი ერგო: იგი გახდა "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი" და "საუკეთესო ქორეოგრაფიის ავტორი". როგორც ანა ამბობს, ქორეოგრაფობაზე არავითარი პრეტენზია არა აქვს. უფრო მეტიც, მისთვის დიდი პატივია ისეთი ქორეოგრაფების გვერდით მისი დასახელება, როგორებიც არიან: მარიამ ალექსიძე, მარინა ქვეთაია, გია მარღანია და კოტე ფურცელაძე.

- 2014 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ, ხოლო "მოზარდში" ბოლო 4 წელია, მიწვევით ვთამაშობ. დაკავებული ვარ სპექტაკლებში: "კლოუნადა", "ქაღალდის წვიმა", "დიდება", "1945".

- "1945"-ში მოთხრობილია ჰიტლერის ებრაელებთან თანაცხოვრების, ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი და ასევე, ხაზია გასმული მისი მიუწვდომელი სიყვარულისთვის. როცა ნიკამ თავისი დაწერილი პიესა გაგაცნოთ, როგორ აღიქვით ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად, ორი როლის შესრულება გიწევდათ?

- სანამ მასალას გავეცნობოდი, წინასწარ ვიცოდი, თუ რას აპირებდა ნიკა, მაგრამ პიესის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესო მომეჩვენა. საერთოდ, ებრაელი ხალხის მიმართ ჩემი ინტერესის, დამოკიდებულების გამო, ძალიან მინდოდა ებრაელი გოგონას თამაში სცენაზე. ადამიანი რამეზე დაჟინებით რომ ფიქრობს, სურვილი რაღაც ფორმით აუცილებლად აუსრულდება... სხვათა შორის, ახლახან გავეცანი მასალას ისტორიაში შესულ 27 სულისშემძვრელად საშიშ ქალბატონზე. ძალიან დამაინტერესა და მომინდა, გასული ორი საუკუნის, მსოფლიოს ისტორიაში შესული 27 საშიში ქალის როლი ერთ სპექტაკლში შევასრულო.

- ვიდრე ჰიტლერზე დადგმულ სპექტაკლში ითამაშებდით, ალბათ, შესაბამისი მასალის წაკითხვა მოგიხდათ და შეიძლება, მათ შორის იყო "ჩემი ბრძოლა". ასეა?

- სპექტაკლისთვის კარგად მოვემზადეთ. ჯერ გავეცანით ეპოქას, ფონს, შემდეგ მისი დაბადების გეოგრაფიულ ადგილს. ჰიტლერი ავსტრიაში დაიბადა და არა - გერმანიაში. შევისწავლეთ იმ პერიოდის ავსტრიის სოციალური მდგომარეობაც, მისი ოჯახის ამბავიც. აქ არაერთი საინტერესო დეტალია, რომლის მიხედვითაც, ცნობილია, რომ ჰიტლერის დედ-მამა ნათესავები იყვნენ და მათ პაპმა დართო შეუღლების ნება. ისტორიული ფაქტია, რომ ჰიტლერს ძალიან უყვარდა გელი რაუბელი, რომელიც ასევე, ნათესავად ეკუთვნოდა. მომწონს ნიკას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სცენაზე ჩანს სწორედ ეს ქალი და არა - ევა ბრაუნი. თუმცა, ჰიტლერის ცხოვრებაში ორივე იყო. სპექტაკლში ივრითი ისმის და ესეც მომწონს. სხვათა შორის, მცირე ხანს ივრითის შესასწავლადაც ვიარე. არ მინდოდა, იმ ხანმოკლე დიალოგების დროს, რაც სპექტაკლშია, მცირე ლაფსუსიც კი გაპარულიყო. რაც შეეხება ჰიტლერის დედას - კლარას, რეჟისორმა დეტალურად ამიხსნა, თუ რატომ სჭირდებოდა მისი სახე სპექტაკლში, მაგრამ მუშაობის დროს ბევრი რამ შეიცვალა, თესლივით გაღივდა და უფრო და უფრო მეტად გავხსენით ამ ქალის ფსიქოტიპი. ჩემი პერსონაჟი - კლარა, ასევე რეალური გმირი, მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. საკითხს ფროიდის მიხედვით თუ მივუდგებით, ამ ქალმა, შვილისადმი დამოკიდებულებით, ნებსით თუ უნებლიეთ, განსაზღვრა იმ ეპოქის ბედი.

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება