ვის დაუტოვა ბინ ლადენმა ქონება?

ვის დაუტოვა ბინ ლადენმა ქონება?

"ალ-ქაიდას" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა სიკვდილის შემდეგ 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მისი ანდერძიდან ირკვევა. მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ანდერძის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.

იგი აშშ-ის მიერ პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს ამოიღეს. როგორც ანდერძშია აღნიშნული, ბინ ლადენი მოუწოდებს თავის ოჯახს, "დაემორჩილონ მის ანდერძს" და მისი დანატოვარი "ჯიჰადს ალაჰის სახელით გადასცენ".

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მისი ქონება სუდანში იყო, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, ის ნაღდი თუ აქტივების სახით დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბინ ლადენი სუდანში 1990-იან წლებში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა