უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

კოსმოსში თითქმის ერთწლიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე ორი ასტრონავტი დაბრუნდა. კაფსულა, რომელმაც დედამიწაზე დააბრუნა ამერიკელი სკოტ კელი, რუსი ინჟინერი მიხეილ კორნიენკო და დაბრუნების მისიის რუსი მეთაური სერგეი ვოლკოვი, გუშინ ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა.

რუსმა და ამერიკელმა ასტრონავტებმა კოსმოსში 340 დღე გაატარეს, რაც ამერიკული რეკორდია. კელიმ თითქმის გააორმაგა წინამორბედის, მაიკლ ლოპეს-ალეგრას რეკორდი - 215 დღე (2006-2007 წელი). კოსმოსში დარჩენის საერთაშორისო რეკორდი რუს კოსმონავტს ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის. 1994-95 წლებში მან 438 დღე გაატარა კოსმოსში.

მისია #YearInSpace-ის კოსმონავტებმა მთელი წელი გაატარეს ფანტასტიკური ფოტოების გადაღებასა და საინტერესო ექსპერიმენტებში კოსმოსში. NASA-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, მათ 400-მდე ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთი წლის მანძილზე. მისია #YearInSpace-ის მიზანს იმის გამოკვლევაც წარმოადგენდა, როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება ადამიანის სხეულზე. ამასთან, რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში კოსმოსში ხანგრძლივი დარჩენა. ამას NASA სკოტ კელისა და მისი ტყუპისცალი ძმის, ასევე კოსმონავტის მარკ კელის მაგალითზე დააკვირდება. მთელი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მარკის ქცევას დედამიწაზე და სკოტისას - კოსმოსში. ახლა კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ასახული ცვლილებების ერთმანეთთან შედარების საშუალებაც მიეცემათ.

კოსმოსიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ, სადაც მას ნასა-ს მეცნიერები დააკვირდებიან.

დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა