დევიდ კემერონი - ფრანსუა, მე და კანცლერი მერკელი პუტინს სერიოზულად დაველაპარაკებით

დევიდ კემერონი - ფრანსუა, მე და კანცლერი მერკელი პუტინს სერიოზულად დაველაპარაკებით

ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დღეს სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ საფრანგეთში ვიზიტისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა.

კემერონის თქმით, ის, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი პუტინს სერიოზულად დაელაპარაკებიან.

"ჩვენ მივესალმებით ზავს, მას შეუძლია მოგვცეს საშუალება მივაღწიოთ პროგრესს შემდეგ კვირაში დაგეგმილ მშვიდობიან მოლაპარაკებებში, თუმცა ეს მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სირიის რეჟიმის და ამ რეჟიმის მფარველთა ქმედებები შეიცვლება. სწორედ ამიტომ ფრანსუა, მე და კანცლერი მერკელი პუტინს სერიოზულად დაველაპარაკებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები სირიის მშვიდობიან მოსახლეობაზე," – აღნიშნა კემერონმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა