სირიელი ალან კურდის ოჯახის გადაყვანისთვის პასუხისმგებელ პირებს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯათ

სირიელი ალან კურდის ოჯახის გადაყვანისთვის პასუხისმგებელ პირებს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თურქეთის სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ორ სირიელს, რომლებმაც შარშან ზღვის გავლით დაღუპული სირიელი ბიჭის, ალან კურდის ოჯახი გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

3 წლის ალან კურდის ცხედარი შარშან, 2 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ბოდრუმის სანაპიროებთან აღმოაჩინეს. ის ოჯახთან ერთად საბერძნეთამდე ნავით ცდილობდა ჩასვლას.

ტრაგედიის დროს ალან კურდის ძმა და დედა დაიღუპნენ.

დაღუპული ბიჭის ფოტოსურათებმა მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა