დაძაბულობის ზრდის ფონზე აშშ-მ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რამდენიმე სამხედრო გემი, მათ შორის ერთი USS John C. Stennis ავიამზიდი, 2 გამანადგურებელი, 2 კრუიზერი და მე-7 ფლოტის ფლაგმანი შეიყვანა.
როგორც euronews.ge წერს, ამერიკის ეს ნაბიჯი თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ჩინეთი ხელოვნური კუნძულების მილიტარიზაციასთან დაკავშირებით გააფრთხილა. '
დაძაბულობა რეგიონში მთელი თვის განმავლობაში მატულობდა, როგორც აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდალმა ჰარი ჰარისმა განაცხადა, ჩინეთი ინტენსიურად აიარაღებს რეგიონს, - წერს euronews.ge
როგორც ცნობილია, ეშტონ კარტერმა განაცხდა, რომ თუ ჩინეთი გააგრძელებდა შეიარაღების მცდელობებს, აშშ გაზრდიდა სამხედრო კონტინგენტს რეგიონში, ასევე დამატებით ნახევარ მილიონს დახარჯავდა საზღვაო წვრთნებზე რეგიონის იმ ქვეყნებთან ერთად, რომელთან პეკინის ეს მოქმედებები საფუძვლიანად აფრთხობს.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: euronews.ge