ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბერს განადგურებული სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, მეტროს ახალი სადგური გაიხსნა. თავდაპირველად, ახალი პროექტის განხორციელება 2 მილიარდ დოლარად ფასდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, დახარჯულმა თანხამ 4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამგვარად, სადგური მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მეტროს სადგურად იქცა, რომლის მშენებლობასაც 12 წელი დასჭირდა.
სატრანსპორტო კვანძი მეტროს 11 ხაზს აკავშირებს და დღეში 200 000 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი.