კიევში ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს

კიევში ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს

კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილეები 2014 წელს რუსეთში დაკავებულ უკრაინელ მფრინავ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთისგან სავჩენკოს უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მაიდანზე იმყოფებიან უკრაინული პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო, ოლეგ ლიაშკო.

ნადეჟდა სავჩეკოს რუსეთის ხელისუფლება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს. რუსეთის პროკურატურა მისთვის სასჯელის სახით 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა