საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?

საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, მოკლული იყოს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "გავლენიანი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო| "ბამბიოჟკაში მოყვაო" - რა იცის ბათირაშვილის მამამ შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხმებზე

ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა, აშშ-ის მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.

თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. როგორც ხეობის მცხოვრებლებმა "კურიერს" განუცხადეს, პანკისში მსგავსი რამ არავის გაუგია. "არანაირი ინფორმაცია არ არის პანკისის ხეობაში. კაციშვილისგან არ გამიგია. აქ მამა ჰყავს, ისიც ავადმყოფია. ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ბოლო ხანებში არც მინახავს. რაც შეეხება ბათირაშვილს, მასზე მხოლოდ ის გამიგია, რომ სირიაში რომ იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე სად წავიდა, სად გაიქცა, აზრზე არ ვარ", - განაცხადა პანკისის ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა.

ხეობის კიდევ ერთი მკვიდრის, ახლუდინ ჟაკალაევის თქმითაც, ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაიგეს, თუმცა, "როგორც უთხრეს, ვერ ადასტურებენ".

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

ასევე წაიკითხეთ: რამდენჯერ მოკლეს თარხან ბათირაშვილი - "უკვდავი" პანკისელი ტერორისტის დაუდასტურებელი სიკვდილის ქრონიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა