21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!

21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!

"ლიზა ლეონსკაიასთან დაკვრა და ჩვენს ორკესტრთან მისი თანამშრომლობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ლეგენდარული პიანისტის თბილისურ ვიზიტს აანონსებს:

"პირველად მის კონცერტს სტუდენტობისას დავესწარი ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, შემდეგ კი ნიუ იორკ ფილარმონიკთან ერთად მოვისმინე კურტ მაზურის დირიჟორობით... თბილისში დაიბადა და მისი პირველი კონცერტი სწორედ ჩვენს ორკესტრთან ერთად შედგა 1957 წელს, როცა ჯერ მხოლოდ 11 წლის იყო, მოსკოვის კონსერვატორიის დასრულებისა და არაერთ კონკურსზე უმაღლესი პრემიების მოპოვების შემდეგ ვენაში გასტროლზე მყოფი (1978) ემიგრაციაში დარჩა და უარი თქვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. სულ მალე მოიხვეჭა ევროპასა და ამერიკაში დიდი სახელი, ამავდროულად ასევე მუსიკის ლეგენდას ოლეგ კაგანს გაჰყვა ცოლად, ხოლო დიდმა სვიატოსლავ რიხტერმა თავისი უკანასკნელი პროექტი (მოცარტის საფორტეპიანო დუეტები) სწორედ ლიზა ლეონსკაიასან ერთად განახორციელა. დღეს მას ავსტრიელ პიანისტად მოიხსენიებენ (2006 წელს ავსტრიის მთავრობამ მას უმაღლესი სახელმწიფო ორდენი მიანიჭა) და თბილისის შემდგომ ვენა მისი ცხოვრების მთავარ ქალაქად დარჩა. სხვათაშორის, შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ კიდევ ერთმა ლეგენდამ იოსებ ბროცკიმ მისი რამდენიმე შედევრი ლიზა ლეონსკაიას მიუძღვნა...

2015 წელს დიდი პიანისტი 70 წლის გახდა და მისი კონცერტი ასევე იუბილარ 90 წლის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ძალზედ სიმბოლურია. მის ყველა კონცერტზე (და ასეთი ალბათ ათი ათასზე მეტია) ბუკლეტებსა თუ პროგრამებში დაბეჭდილ ბიოგრაფიულ მონაცემებში ყველგან წერია, რომ ის ჩვენ ქალაქში დაიბადა და მისი პირველი კონცერტიც ქართულ სიმფონიურ ორკესტრთან შედგა... თითქმის 6 ათეული წლის შემდეგ თბილისის ოპერაში კიდევ ერთხელ გადაეკვეთება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და შეუდარებელი ლიზა ლეონსკაია ერთმანეთს! იმედია პუბლიკის და თავად ლიზას მოლოდინს ორკესტრის დღევანდელი შემადგენლობა ღირსეულად გაამართლებს!

P.S. დიდი მადლობა ჩვენი მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოს საპატიო თავმჯდომარეს, ჩვენს გია ყანჩელს, ვინაიდან ლიზას სწორედ მასთან სტუმრობისას შევხვდით ანტვერპენში და იქვე დავგეგმეთ ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის შესრულება!"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება