როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები

როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები

ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც ერითრეა, ტუვალუ ანაც დომინიკაა, არასდროს მიეკუთვნებოდნენ ეკონომიკურად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის მიზნით ასეთი ქვეყნები ფულის მოსაზიდად ახალ მეთოდებს მიმართავდნენ.

სენტ-კიტსი და ნევისი

პატარა კარიბული ქვეყანა სენტ-კიტსი და ნევისი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 48 ათასი ადამიანია, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი შაქრის წარმოება, არასდროს იყო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. თუმცა 2006 წელს შვეიცარიელი იურისტის კრისტინ კალინის დახმარებით, ქვეყანაში ახალი პროგრამა აამუშავეს. პროგრამის ტანახმად, უცხოელი ინვესტორი, რომელიც ადგილობრივ უძრავ ქონებაში 400 ათასი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქე ხდებოდა და მოქალაქეზე მორგებული ლოალური საგადასახადო მექანიზმით სარგებლობდა. პროგრამის დახმარებით, ქვეყანაში 2013 წლისთვის 100 მილიონი დოლარი შევიდა, რომ მშპ-ის დაახლოებით 13% იყო.

ნიუე

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელშიც 1 190 ადამიანი ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში ნიუეს ეკონომიკის მთავარი საყრდენი სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი იყო. თუმცა, 1980-იან წლებში როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი სატელეფონო კოდის გამოყენებაზე, ქვეყანაში დიდძალი თანხა შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყნის ახალი ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყარო ინტიმური ტელეფონის მომსახურებისთვის ნიუეს სახელმწიფო სატელეფონო ნომრის შეთავაზება იყო. მომსახურების სანაცვლოდ ადგილობრივმა სატელეფონო კომპანიებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემომავალ ზარებზე უზარმაზარი ტარიფები დააწესეს განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა