გორელი მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, თბილისში ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორელი მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, თბილისში ჩამომხრჩვალი იპოვეს

9 თებერვალს გორში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 50 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი სანადირო თოფით ქალიშვილის პანაშვიდზე მოკლა, თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაქირავებ ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეც აღნიშნული მუხლითაა აღძრული.

იხილეთ ვიდეო

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე თებერვლის დასაწყისში მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, შემთხვევის შემდეგ ის არავის უნახავს. დღემდე არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა და თავს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა.

ასევე წაიკითხეთ:

"ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია..." - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ