ივანა მელაი და გურამ ლომიძე დაქორწინდნენ?

ივანა მელაი და გურამ ლომიძე დაქორწინდნენ?

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი და "ქუჩის ბიჭი" გურამ ლომიძე "ფეისბუქზე" მილოცვებს იღებენ. ამის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც ორივემ ერთდროულად დააყენა პროფილის სურათად. ფოტო ნიუ-იორკშია გადაღებული, ივანას თეთრი კაბა აცვია და გურამს ის ხელში ჰყავს აყვანილი. ივანა "ფეისბუქზე" მილოცვებს იღებს ახლობელ-მეგობრებისგან. "ივანა გილოცავ! გიყვარდეთ ერთმანეთი და იბედნიერეთ!"; "ივანოჩკა, სუპერ! გილოცავ, გაუფრთხილდით ერთმანეთს!" - წერენ მომღერლის მეგობრები ფოტოს კომენტარებში. თავად წყვილს არაფერი დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოდ, ეს ფოტო მათი ურთიერთობის დაკანონების ნიშანია.

მელაისა და ლომიძის "ლავ სთორის" შესახებ ინფორმაცია პრესაში 2014 წელს გაჩნდა. თავდაპირველად წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა, მოგვიანებით კი საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ. გურამ ლომიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა: ხატია შამუგიასთან მას 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება