იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.
როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, კერძოდ, პროვინცია ჰადჯიში რესტორანი და ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორია დაიბომბა.
მაშველების თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. აღნიშნული ავიერიში ყველაზე მასშტაბური იყო იემენში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ჰადჯის ტერიტორიას ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ ქვეყნის ტერიტორიების დაკავება გასულ წელს დაიწყეს. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში იემენს საუდის არაბეთის კოალიცია ეხმარება.