ყაზახეთში პედოფილებს ქიმიური კასტრაციით დასჯიან

ყაზახეთში პედოფილებს ქიმიური კასტრაციით დასჯიან

ყაზახეთის პარლამენტის სენატმა ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და განსაკუთრებით გაამკაცრა სასჯელი პედოფილებისადმი. ამიერიდან პედოფილებს ყაზახეთში ქიმიური კასტრაციით დასჯიან.

"რა არის ქიმიური კასტრაცია? ეს დროებითი ზემოქმედებაა, ერთჯერადი ინექციის სახით. ის, რომ პიროვნებას ამ ინექციას უკეთებენ, არ ნიშნავს რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე კასტრირებული დარჩება. რა თქმა უნდა, სასჯელის ეს ფორმა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულდება", - ამბობს ყაზახურ გამოცემასთან საუბარში სენატის დეპუტატი ბიგრანიმ აიტიმოვი.

ქიმიური კასტრაცია მედიკამენტების გამოყენებით ლიბიდოს და სექსუალური აქტივობის დაქვეითებაა. ქიმიური კასტრაცია არ არის სტერილიზაცია, ვინაიდან ამ დროს ანატომიური ორგანოები შენარჩუნებულია. ამ დროს მედიკამენტების დახმარებით ხდება, ტესტოსტერონის, ანუ მამაკაცური ჰორმონების დაქვეითება, ადამიანის სექსუალური აქტივობის შემცირება, ითრგუნება სექსუალური ხასიათის ფანტაზიები, და ა.შ.

სასჯელის მსგავსი ზომა პედოფილებისთვის მოქმედებს ისრაელში, ესტონეთში, პოლონეთში.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები