ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისმის სროლის ხმები.
ბრიუსელის პოლიციაში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი.
მანამდე ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სროლების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ბელგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყნარი ქალაქგარე რაიონი მოლენბეკი ისლამის პოლიტიკურ დედაქალაქად იქცა.
პარიზის ნოემბრის ტერაქტების ოთხი ორგანიზატორი სწორედ მოლენბეკში ცხოვრობდა.