თარხან ბათირაშვილის ცხედარი ნაპოვნია - ერაყელი სამხედროები პანკისელი ტერორისტის გარდაცვალებაზე

თარხან ბათირაშვილის ცხედარი ნაპოვნია - ერაყელი სამხედროები პანკისელი ტერორისტის გარდაცვალებაზე

ერაყელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ ელ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად უმარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ერაყული ტელეკომპანია "ალსუმარია" იუწყება.

როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, სამხედროები ერ-რამადის სიახლოვეს ოპერაციას ატარებდნენ, როცა "ისლამური სახელმწიფოს" 10 წევრის ცხედარს მიაგნეს. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი სწორედ თარხან ბათირაშვილია.

მანამდე, პენტაგონმა განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი სირიაში ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა