ქართველმა რეჟისორებმა სოფიას კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოები მოიპოვეს

ქართველმა რეჟისორებმა სოფიას კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოები მოიპოვეს

ქართველმა რეჟისორებმა ვანო ბურდულმა და დეა კულუმბეგაშვილმა ორი მთავარი ჯილდო მოიპოვეს სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე. კინოფესტივალი 17-20 მარტს გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები მთელი მსოფლიოდან.

ვანო ბურდულს ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა ფილმისთვის "გაყინული შადრევნების წელიწადი". ეს გახლავთ მელოდრამა ჩვეულებრივი თბილისელი ადამიანების შესახებ. მათ სხვადასხვა ასაკი, სოციალური სტატუსი და პროფესიები აქვთ. მათ ერთი რამ აერთიანებთ - სიყვარულის ძიება. ფილმში მთავარ როლებს ანდრიუს პაულავიჩუსი, ნუცა კუხიანიძე, ია სუხიტაშვილი და ნატო მურვანიძე თამაშობენ.

მეორე ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი პროგრამა Sofia Meetings-ს გამარჯვებული გახდა, რაც ფილმების საერთო წარმოებას გულისხმობს. ფილმისთვის "დაისი" რეჟისორმა გრანპრი მიიღო 50 000 ევროს სახით. აგრეთვე ცალკე ფულადი ჯილდო 5 000 ევრო.

ამ პროგრამაში წარდგენილი იყო 27 კინოპროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაფინანსებლად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კინოსტუდიამ Nu boyana film studios-მა აირჩია.

ფილმში "დაისი" მოგვითხრობს ქართველი ფოტოგრაფის ისტორიას, რომელიც ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, რათა ავადმყოფ მამასთან გაატაროს დრო.

მომზადებულია newsgeorgia.ge-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება