რა ხდება ამ წუთებში ბრიუსელის აეროპორტში - ქართველი ჟურნალისტის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

რა ხდება ამ წუთებში ბრიუსელის აეროპორტში - ქართველი ჟურნალისტის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ბრიუსელის აეროპორტში მყოფი მგზავრები საევაკუაციო სარდაფში გადაიყვანეს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ განაცხადა, რომელიც ზავენტემის აეროპორტში აფეთქების მომენტიდან იმყოფება. ქარდავას თქმით, ამ დროისთვის აეროპორტში მყოფი მოქალაქეების ბარგი შეგროვილია და მოწმდება.

"ამ დრომდე ტერიტორია დაკეტილია და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტის დატოვების უფლებას არ გვაძლევენ. შესაძლოა, გვიანობამდე მოგვიწიოს აქ ყოფნა. სატელეფონო კავშირი და ინტენეტის წვდომა შეზღუდულია. მიმდინარეობს ბარგის შემოწმება. დაარიგეს საკვები, გვაწვდიან ბოლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება", - განაცხადა ქეთევან ქარდავამ. ქართველი კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ამ დროის ინფორმაციით, ბრიუსელში ტერაქტების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა