ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრიუსელის აეროპორტში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის დროს დაჭრილი უცნობი ადამიანი, რომლის ფოტოც ქართველმა ჟურნალისტმა, ქეთი ქარდავამ გაავრცელა და მსოფლიო მედია მოიარა, ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.

დაჭრილი მამაკაცი, წარმოშობით ბრაზილიელი, ბელგიის საკალათბურთო ნაკარების წევრი, სებასტიან ბელინია.

dailymail.co.uk -ის ცნობით, 37 წლის კალათბურთელი აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სებასტიან ბელინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ტვიტერში" აქტიურად წერენ მისი გულშემატკივრები.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი სწრაფად მოახდენს ძალების აღდგენას.

ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.

რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა