როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ვარსკვლავები

როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ვარსკვლავები

ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, ზემძიმე წონაში მოასპარეზე მაიკ ტაისონმა ლას-ვეგასში მდებარე ვილის გაყიდვა გადაწყვიტა. 49 წლის სპორტსმენი ამ სახლში 2008 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ახლა მას 1.5 მილონ დოლარად ყიდის. სპორტსმენთან დაახლოებული პირის ცნობით, სახლის გაყიდვის მიზეზი იმავე რაიონში უფრო დიდი სახლის ყიდვაა და არა გაკოტრებული მოკრივის ვალები.

"ფორბსის" რამდენიმე ცნობილმა ვებგვერდმა გაარკვია, სად და როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და ა.შ. ფოტოგალერეაში გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სახლებს, რომლებშიც ისინი რამდენიმე წელი ცხოვრობენ ან სულ ახალი გაყიდული ან ნაყიდი აქვთ.

მაიკ ტაისონი

ვილა ლას-ვეგასში, ფასი - 1,5 მილიონი დოლარი

2-სართულიან, 600 კვ.მ ფართის ბინაში მაიკ ტაისონი 2008 წელს გადავიდა. გასაყიდად გამზადებულ, ახლად გარემონტებულ სახლში არის 6 აბაზანა, ხუთი საძინებელი, კინოთეატრი, სამი ბუხარი, მარანი, აუზი ჯაკუზითა და წყალვარდნილით.

მაიკ ტაისონი ფორმალურად არ შედის ყველაზე მდიდარ ვარსკვლავთა სიაში, თუმცა მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანდ ითვლება. მისი ფინანსური მდგომარეობაც არ არის ისეთი სავალალო, ასე რომ, მან გაფართოება გადაწყვიტა.

ტეილორ სვიფტი

ამ ადამიანს უმდიდრეს ვარსკვლავთა რეიტინგში მერვე ადგილი უკავია.

ფოტოზე ხედავთ ვილას ხედით ატლანტის ოკეანეზე უოჩ ჰილში, როდ-აილენდის შტატში.

სახლის ფასია 17 მილიონი დოლარი. ქანთრი-პოპის დედოფალი და მსახიობი ბოლო დროს ძალიან დიდ დროს უთმობს უძრავ ქონებას. ეს ვილა უოჩ ჰილში მან 2013 წელს შეიძინა. სახლი მდებარეობს 20.000 კვ.მეტრზე და მას ეკუთვნის 65 მ სიგრძის პლაჟი.

ამ ქალბატონს აქვს კიდევ ერთი სახლი ოკეანის სანაპიროზე მასაჩუსეტსის შტატში. ეს სახლი მომღერალმა 2012 წლის ზაფხულში შეიძინა 4,8 მილიონ დოლარად და 7 თვის შემდეგ 2013 წლის თებერვალში 5,7 მილიონ დოლარად გაყიდა. მომღერალს ასევე აქვს სახლი ბევერლი ჰილსში, კალიფორნიის შტატში, რომელიც 2012 წელს 4 მილიონ დოლარად შეიძინა.

2014 წელს კი სვიფტის მფლობელობაში ასევე გაჩნდა პენტჰაუსი ნიუ-იორკის ელიტურ რაიონში. ბინა მან 20 მლნ დოლარად შეიძინა. ეს სახლი იქამდე რეჟისორ პიტერ ჯეკსონის საკუთრება გახლდათ.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება