აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრების რისკების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"ტერორისტული დაჯგუფებები აგრძელებენ დაგეგმონ მომავალში ევროპის ტერიტორიაზე უახლოესი თავდასხმები, მათი მიზანი შესაძლოა, სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და ტრანსპორტი იყოს. ევროპაში მოგზაურობაზე გაფრთხილება 2016 წლის 20 ივნისამდე შენარჩუნდება", - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყება ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა