"ცეკვავენ ვარსკვლავების" ხელმძღვანელ და ჟიურის წევრ გოჩა ჩერტკოევის თბილისში ჩამოსვლის კადრები უკვე გავრცელდა. გოჩა ჩერტკოევი გვპირდება, რომ ახალი, მეექვსე სეზონი განსხვავებული და როგორც ყოველთვის საინტერესო იქნება. გოჩა ამ პროექტის ხელმძღვანელი პირველადაა.
გოჩა ჩერტკოევი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უჩვეულო ფორმაშია. ყველაზე დიდ ყურადღებას მისი იისფერი წვერი იქცევს. მოგვიანებით შესაძლოა, გაამხილოს კიდეც, რატომ გადაწყვიტა წვერი იისფრად შეეღება.
დღეს ცნობილი გახდა პროექტის მომდევნო სეზონში მონაწილეების ვინაობა. მონაწილეები უკვე აქტიურად ვარჯიშობენ, მათ შორის იქნება ლიზა ყენია, რომლის მეწყვილეც სავარაუდოდ, რატი გაჩეჩილაძეა. ლიზიმ მასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო "ფეისბუქზე".
ნახეთ ვიდეო| გოჩა ჩერტკოევის ახალმა იმიჯმა შესაძლოა, შეგაშინოთ