ბრიუსელში დაკავებული პირი ტერაქტში მონაწილე ნაჯიმ ლაშრაუი არ აღმოჩნდა

ბრიუსელში დაკავებული პირი ტერაქტში მონაწილე ნაჯიმ ლაშრაუი არ აღმოჩნდა

ბრიუსელში დაკავებული პიროვნება, რომელიც მედიის ცნობით, ტერაქტების სავარაუდო მონაწილე ნაჯიმ ლაშრაუია, სინამდვილეში სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.

ბელგიური გამოცემა "DH", რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, ახლა იტყობინება, რომ დაკავებულის იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა.

სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც "ბიბისი" იტყობინება, უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავენ.

თავის მხრივ, გამოცემა "ტელეგრაფი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელის პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი კვლავ თავისუფალია.

ლაშრაუის ფოტოსურათი ბრიუსელის პოლიციამ გუშინ გაავრცელა. კამერებმა ის ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირეს. ის ორ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მოგვიანებით, აეროპორტში თავი აიფეთქა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საუბარი იყო ძმებ ჰალიდ და ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიებზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა